„Free as a Bird“ | ||||
---|---|---|---|---|
Free as a Bird | ||||
სინგლი — The Beatles | ||||
ალბომიდან Anthology 1 | ||||
B-მხარე | „Christmas Time (Is Here Again)“ | |||
გამოსვლის თარიღი |
4 დეკემბერი 1995 (ბრიტანეთი) 12 დეკემბერი 1995 (აშშ) | |||
ჩაიწერა |
ნიუ-იორკი, დაახლოებით 1977 სასექსი, ინგლისი, თებერვალი-მარტი 1994 | |||
ჟანრი | როკი | |||
ხანგრძლივობა | 4:26 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Apple Records | |||
ავტორ(ებ)ი | ჯონ ლენონი; ჩაწერა - მაკ-კარტნი, ჰარისონი და სტარკი (ლენონის ვოკალით) | |||
პროდიუსერი | ჯონ ლენონი, პოლ მაკ-კარტნი, ჯორჯ ჰარისონი, რინგო სტარი, ჯეფ ლინი | |||
The Beatles — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
Free as a Bird — ინგლისური როკ-ჯგუფ The Beatles-ის სიმღერა სინგლი 1995 წლის კრებულიდან Anthology 1. იგი ეფუძნება ჯონ ლენონის მიერ დაახლოებით 1977 წელს ჩაწერილ დემოს. სიმღერა მოგვიანებით, 1994 წლის თებერვალში-მარტში ჩაიწერა პოლ მაკ-კარტნის, ჯორჯ ჰარისონისა და რინგო სტარის მიერ. ჩანაწერის თანაპროდიუსერია ჯეფ ლინი.
ასევე გამოვიდა სიმღერის ოფიციალური პრომო-კლიპი (რეჟისორი ჯო პიტკა). ამ რგოლში კამერა მოძრაობს ისე, თითქოს იგი ფრინველი იყოს და მაყურებელს უჩვენებს სხვადასხვა სიუჟეტს, რომელიც არის მინიშნება The Beatles-ის სიმღერებზე. ასეთებია „Penny Lane“, „Paperback Writer“, „A Day in the Life“, „Eleanor Rigby“ და „Helter Skelter“.