GamePark Holdings

GamePark Holdings
ტიპი კერძო
დარგი ვიდეო თამაშების ინდუსტრია
დაფუძნდა 2005
სათავო ოფისი სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა
პროდუქცია აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფა

GPH, ადრე ცნობილი როგორც GamePark Holdings,[1] — აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებელი სამხრეთ კორეული კომპანია, რომელიც დაარსდა 2005 წელს GamePark-ის ყოფილი თანამშრომლების მიერ. იმავე წლის 10 ნოემბერს კომპანიამ გამოსცა ლინუქსზე დაფუძნებული პორტატიული კონსოლი და მედიაპლეერი GP2X, რომელიც მიჩნეულია GP32-ის მემკვიდრედ.

2009 წლის 12 მაისს კომპანიამ შექმნა რიგით მეორე სათამაშო სიტემა GP2X Wiz. ამას მოჰყვა მორიგი კონსოლის Caanoo-ს გამოშვება, რომელიც იქცა GamePark Holdings-ის უკანასკნელ სათამაშო მოწყობილობად. კომპანიამ შეწყვიტა სათამაშო აპარატული მოწყობილობების შემუშავება და გადაერთო პროგრამული უზრუნველყოფის წარმოებაზე.[2]

  1. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-13. ციტირების თარიღი: 2020-08-28.
  2. Forum discussion on GamePark Holding's change of plans. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-28. ციტირების თარიღი: 2019-06-19

Developed by StudentB