Microsoft Lumia

Microsoft Lumia-ს ლოგო

Microsoft Lumia (ადრე Nokia Lumia) — სმარტფონებისა და ტაბლეტური კომპიუტერების ხაზი, რომელსაც ამჟამად Microsoft Mobile აწარმოებს, მანამდე კი კომპანია Nokia აწარმოებდა. 2011 წელს წარმოდგენილი ხაზი ნოკიასა და მაიკროსოფტის დიდი ხნის თანამშრომლობის შედეგია, ვინაიდან ლუმიას სმარტფონები Windows Phone-ის საოპერაციო სისტემას იყენებს და მიზნად ისახავს კონკურენციის გაწევას iPhone-ისათვის და Android-ისა და BlackBerry-ის საოპერაციოს სისტემებზე მომუშავე მოწყობილობებისათვის. სახელი „Lumia“ მომდინარეობს ფინური ენიდან და სიტყვა „lumi“-ის მრავლობითი ფორმაა, რაც „თოვლს“ ნიშნავს.

2013 წლის 3 სექტემბერს, Microsoft-მა გაავრცელა განცხადება, რომ ნოკიას მობილური მოწყობილობების ბიზნესს ყიდულობდა, რის შემდეგაც, საბოლოო შეთანხმება ორ კომპანიას შორის 2014 წლის 25 აპრილს დასრულდა. შედეგად, ლუმიას ხაზს ამჟამად Microsoft Mobile ეწოდება. Microsoft-ის მფლობელობის ქვეშ, ბრენდი „Nokia“ კვლავ იქნება გამოყენებული. 2013 წლის ოქტომბერში, ნოკიამ ლუმიას ბრენდი განავრცო ტაბლეტებზეც, როდესაც Windows RT-ზე მომუშავე პლანშეტი წარმოადგინა.


Developed by StudentB